“ნაციონალური მოძრაობის” ერთიანობის ხაზი 2012 წლის შემდეგ ის არის, რომ ჩამოაგდონ, ხელისუფლებიდან გაუშვან “ოცნება”. ეს ხომ პოლიტიკა არ არის? ეს უბრალოდ ხელისუფლებისთვის ბრძოლაა” – ამბობს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ანალიტიკოსი, რამაზ საყვარელიძე “ნაცმოძრაობაში” დაპირისპირების შესახებ განცხადებების კომენტირებისას.
მისი თქმით, პოლიტიკა იწყება მას შემდეგ, რაც შენს ხედვას, პოლიტიკურ პროგრამას წარადგენ, “ნაცმოძრაობაში” კი ეს არ იკვეთება.
მისივე თქმით, თუკი გუნდში დაპირისპირება მოხდება, ალბათ, იმის გამო, ვინ ვის მხარეზეა, ანუ, დაჯგუფებების და არა კურსისა და პროგრამების მიხედვით.
„მათი ერთიანობის ხაზი 2012 წლის შემდეგ, ის არის, რომ ჩამოაგდონ, ხელისუფლებიდან გაუშვან “ოცნება”. ეს ხომ პოლიტიკა არ არის? ეს უბრალოდ ხელისუფლებისთვის ბრძოლაა. პოლიტიკა იწყება მას შემდეგ, რაც შენს ხედვას, პოლიტიკურ პროგრამას წარადგენ, “ნაცმოძრაობაში” კი ეს არ იკვეთება. ამიტომ, თუკი გუნდში დაპირისპირება მოხდება, ალბათ, იმის გამო, ვინ ვის მხარეზეა, ანუ, დაჯგუფებების და არა კურსისა და პროგრამების მიხედვით“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.
“ნაცმოძრაობის” ერთიანობის ხაზი 2012 წლის შემდეგ ის არის, რომ ხელისუფლებიდან გაუშვან “ოცნება”, ეს ხომ პოლიტიკა არ არის? ეს ხელისუფლებისთვის ბრძოლაა”
2022/05/17 14:58:36
ნანახია: 350 ჯერ