ვფიქრობ, აშშ შეუცვლელი ძალაა მსოფლიოში და ახლო აღმოსავლეთში და ის ასეთი უნდა დარჩეს, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
„ისრაელი ყველაფერს გააკეთებს, რათა ირანმა ბირთვული იარაღი არ მოიპოვოს. ჩვენი ეს პოზიცია არ შეცვლილა და არც შეიცვლება. რაც შეეხება აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, ველოდები მასთან საუბარს თუ რა მოვიმოქმედოთ ამ ცუდ შეთანხმებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
„მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა ირანთან შეთანხმებას, ირანი უფრო აგრესიული გახდა. უნდა შევაჩეროთ ირანის სვლა ბირთვული იარაღის შეძენისკენ და ირანის მიერ ახლო აღმოსავლეთში და მსოფლიოში ტერორიზმის მხარდაჭერა“, – დასძინა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
კომენტარები