ტაილანდის სამხრეთ პროვინციებში წყალდიდობის შედეგად მინიმუმ 14 ადამიანი დაიღუპა და სამი დაკარგულად მიიჩნევა,-ინფორმაციას BBC ავრცელებს.
წყალდიდობა ხანგრძლივმა წვიმებმა გამოიწვია, რომელიც ტაილანდის სამხრეთ პროვინციებში ერთი კვირაა გრძელდება. “წყალდიდობა 88 ოლქში 582.000 ადამიანს შეეხო,” – ნათქვამია ტაილანდის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
კომენტარები