გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარედ ხელახლა აირჩიეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ქალაქ ესენში გამართულ ყრილობაზე მერკელის კანდიდატურას დელეგატების 89,5%-მა მისცა ხმა.
ანგელა მერკელი პარტიას 17 წელი ხელმძღვანელობს. რამდენიმე დღის წინ მან განაცხადა, რომ, 2017 წელს გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას კვლავ წარადგენს. მომავალ წელს გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
კომენტარები