უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დასავლელი პოლიტიკოსები და მედია უკრაინას ომის არასახარბიელო შედეგით დასრულებისკენ უბიძგებენ, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის არავისთან არ აწარმოებს მსგავს მოლაპარაკებებს.
„არანაირ სამშვიდობო გეგმაზე მოლაპარაკებები არ მაქვს, ასეთი მოლაპარაკებები ამჟამად ნულის დონეზეა.
ყველას ძალიან სურს ცოტათი გვიბიძგოს ისეთი შედეგისკენ, რომელიც ჩვენთვის ნამდვილად არ არის სასურველი. დაღლილობა იზრდება, ადამიანებს უნდათ შედეგი თავისთვის, ჩვენ კი გვჭირდება შედეგი ჩვენთვის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
კომენტარები