რუსმა სამართალდამცველებმა ექსტრემისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი 25 ადამიანი დააკავეს.
მასშტაბური ოპერაცია, რომელშიც სპეცრაზმი, უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ ჩართულნი, მოსკოვსა და მის გარეუბანში ჩატარდა.
გამოძიების ცნობით, დაკავებულები ერთი და იმავე დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არიან, უმეტესობა მათგანი კი რუსეთში ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ჩავიდა.
სპეცოპერაციის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები