იემენის ხელისუფლება უკვე ხუთი დღეა ეძებს გემს, რომელიც არაბეთის ზღვაში დაიკარგა.
გემი, რომლითაც 60 ადამიანი მგზავრობდა, კუნძულ სოკოტრასთან დაიკარგა. მგზავრებს შორის ქალები და ბავშვებიც იყვნენ.
ხელისუფლება შიშობს, რომ გემი ჩაიძირა. ვითარებას ის ფაქტიც ამძიმებს, რომ დაკარგული გემის ორი მგზავრი ავსტრალიურმა გემმა გადაარჩინა.
კომენტარები