თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში მეგის ქარდავას გარემოცვის მხრიდან, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატზე განხორციელებულ მუქარას ეხმაურება.
“აღიარა მეგის ქარდავას ჯიგიტმა, მე ვიყავი – ოღონდ მთვრალი ვიყავიო.
რასაკვირველია, იმ საზიზღარი პერსონაჟებისგან, ვინც ამტკიცებდა, რომ ლელა ქებურიამ თავად “მოუწყო” საკუთარ თავს მუქარა (გივი თარგამაძემ რომ თავად აიფეთქა თავი – ისე), ბოდიშის მოხდასაც არ ველი.
მთავარია გავითვალისწინოთ, რომ ასეთი ეთიკის ხალხი ცდილობს ენმ-ის მართვის ხელში ჩაგდებას.”
კომენტარები