დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო სანქციები შეეხო რუსეთის პატრიარქ კირილს და ბავშვის უფლებების საკითხებში პრეზიდენტის რწმუნებული მარია ლვოვა-ბელოვა.
ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, რუსეთის პატრიარქს სანქციები დაუწესდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის აქტიური მხარდაჭერისა და მოწონებისთვის, საბავშვო ომბუდსმენს კი – უკრაინელი ბავშვების იძულებით ქვეყნიდან გაყვანისა და რუსეთში მათი გაშვილების გამო.
კომენტარები