ანტალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სანდრო ბაზაძემ გადამწყვეტი შეხვედრა იტალიელ ლუკა კურატოლის 15-11 მოუგო და კონტინენტის პირველობის გამარჯვებული გახდა.
საქართველოს საუკეთესო მოფარიკავეს ევროპის ჩემპიონატებზე ზედიზედ სამი ბრინჯაოს მედალი ჰქოდა მოპოვებული, დღეს კი მან კარიერაში პირველად ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს სანდრო ბაზაძემ სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, უნგრელი არონ სილაგი დამაჯერებლად (15-7) დაამარცხა
კომენტარები