ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მარკ კლეიტონს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ საქმიანობას რეფორმების განხორციელების პროცესში.
მინისტრმა და ელჩმა დაადასტურეს მომავალი აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა.
კომენტარები