სტამბოლში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ქურთების დაჯგუფებამ “ქურთისტანის თავისუფლების ქორებმა” აიღო.
დაჯგუფება მომხდარს “ტვიტერზე” ეხმაურება. მათი ცნობით, თავდასხმები “ქურთისტანის თავისუფლების ქორების” ორმა მებრძოლმა განახორციელა, მათ “სიცოცხლე გაწირეს”.

“ქურთისტანის თავისუფლების ქორები” “ქურთისტანის მუშათა პარტიასთან” დაკავშირებული დაჯგუფებაა.
სტამბოლში, ბეშიქთაშის სტადიონთან მომხდარი აფეთქების შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა, 115 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის 30 სამართალდამცველია.
ასაფეთქებელი მოწყობილობა სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანაში იყო დამონტაჟებული. პირველსა და მეორე აფეთქებას შორის სხვაობა 45 წამი იყო. ტამბოლში განხორციელებული აფეთქების გამო ხელისუფლებამ ერთდღიანი გლოვა გამოაცხადა.

კომენტარები