სააგენტო Reuters-ის წყაროს ინფორმაციით, უახლოეს საათებში სირიის ხელისუფლება გამოაცხადებს, რომ ალეპოს მთლიანად აკონტროლებს.
სირიის სახელმწიფო სააგენტო SANA-ს ცნობით, ამჟამად სამთავრობო ძალები ალეპოს 90%-ს აკონტროლებენ. გასულ კვირას ბაშარ ასადის ჯარმა ალეპოს ცენტრში ისტორიული რაიონები დაიკავა.
რუსული მხარის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ალეპოდან 7 ათასი მშვიდობიანი მცხოვრების ევაკუაცია განხორციელდა.
კომენტარები