მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს უკრაინული მედიასაშუალებების საეთერო სივრცეში მის დაბლოკვაში ადანაშაულებს.
„ამერიკული ტელეკომპანია CBS-ის ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტი სპეციალურად ჩემთვის ნიუ-იორკიდან ჩამოფრინდა, რომ გამსაუბრებოდა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში BBC-ზე და Deutsche Welle-ზე მაჩვენეს. მინდა ვთხოვო News One-ს, 112-სა და სხვა ფსევდო-ოპოზიციური არხს, თქვენ ერთ დღეში დაკარგეთ ინტერესი იმაზე, რასაც ვაკეთებ, თუ უნდა გადაიხადონ, რომ საერთოდ მაჩვენოთ? მინდა პოროშენკოს ვკითხო, შემთხვევით ხომ არ გავიწყდებათ, რომ თურქმენბაში არ გქვია და თურქმენეთის პრეზიდენტი არ ხართ“,-წერს სააკაშვილი სოციალური ქსელის პირად გვერდზე.
კომენტარები