მე და ჩვენი ფონდი ვიზრუნებთ, რომ ეს პროექტი შედგეს და ბევრმა ქართველმა ნახოს კვარაცხელიას თამაში მარადონას სტადიონზე, – ამის შესახებ ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი, ინგლისური “ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში წერს:
“რაც შეიძლება მეტმა ქართველმა უნდა ნახოს ხვიჩა კვარაცხელიას თამაში მარადონას სტადიონზე – მე და ჩვენი ფონდი ვიზრუნებთ, რომ ეს პროექტი შედგეს ,” – წერს შოთა არველაძე.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლის” შემადგენლობაში თამაში შესანიშნავად დაიწყო. მან გუშინ “მონცას” 2 გოლი გაუტანა, მატჩი კი ნეაპოლელების გამარჯვებით დასრულდა 4:0. სულ კი ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს 2 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და ცხრილის სათავეში იმყოფება, ხვიჩა კვარაცხელიას 2 მატჩში 3 გოლი და ერთი საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
კომენტარები