საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდი დღეს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს. ქართველი კალათბურთელების მეტოქე „თბილისი არენას“ დარბაზში ნიდერლანდის ნაკრები იქნება.
მასპინძლებს დაუბრუნდა „ინდიანა პეისერსის“ მოთამაშე გოგა ბითაძე, რომელიც ბოლო სამი კვირა ამერიკაში მკურნალობდა. მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა tkt.ge-ზეა შესაძლებელი. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები