სირიის ქალაქ ალეპოდან ამბოხებულებისა და მათი ოჯახების ევაკუაცია დაიწყო. როგორც სააგენტო Reuters-ი იტყობინება სასაწრაფო დახმარების ცხრა მანქანამ და 18 ავტობუსმა აღმოსავლეთ ალეპო უკვე დატოვა.
პირველი კოლონით ალყაში მყოფი რაიონებიდან ათასამდე ადამიანი გაიყვანეს. ავტობუსებში ოპოზიციის მებრძოლები იმყოფებიან, რომლებმაც ალეპოს დატოვებაზე თანხმობა განაცხადეს.
ალეპოდან პირველი კოლონის გასვლას ადასტურებს რუსული მხარეც.
კომენტარები