ევრობასკეტზე, რომლის ა ჯგუფის მატჩებს თბილისი მასპინძლობს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს მორიგ შეხვედრას გამართავს.
საქართველოს ნაკრების მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები იქნება. ილიას ზუროსის გუნდმა გუშინ ორჯერადი ვარჯიში გამართა.
ნაკრებთან ერთად იყო გოგა ბითაძეც, რომელმაც ბელგიასთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო, თუმცა შესაძლოა მან დღეს ითამაშოს.
საქართველოსა და ესპანეთის მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ბელგიასთან ანგარიშით 76:79 დამარცხდა.
კომენტარები