ალეპოში კვლავ მძიმე ვითარება რჩება – ევაკუირებულთა ნაწილი, რომელთა შორის არიან ბავშვები და დაჭრილი სირიელები ქალაქის ახლოს მდებარე ერთ-ერთ სოფელში გადაიყვანეს. გასული 12:00 საათის განმავლობაში ნაომარი ქალაქი 4 ათსამდე ადამიანმა დატოვა, თუმცა 50 ათსამდე სირიელი ჯერ კიდევ ევაკუაციას ელოდება.
სირიის არმია ამ დროისთვის ალეპოს ყველა იმ რაიონს აკონტროლებს, რომელიც ამბოხებულებს ეკავათ.
“ბიბისის” ინფორმაციით, სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ ასადმა ქალაქ ალეპოდან ამბოხებულების გაძევებას “ისტორიული მოვლენა” უწოდა.
კომენტარები