საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტზე, რომლის ა ჯგუფის შეხვედრები თბილისში მიმდინარეობს, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ჩაატარა.
ტურნირის მეხუთე მატჩში ჩვენმა გუნდმა მონტენეგროსთან ჩაატარა და ანგარიშით 73: 81 დამარცხდა. „ჯვაროსნებმა“ ევრობასკეტზე ჩატარებული 5 შეხვედრიდან მხოლოდ ერთის მოგება შეძლეს.
ა ჯგუფიდან პლეი ოფში გავიდნენ ესპანეთი, თურქეთი, ბელგია და მონტენეგრო. ბარიერი ვერ გადალახეს საქართველომ და ბულგარეთმა.
კომენტარები