ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი მოშე კაცავი, რომელსაც 2011 წელს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს გაუპატიურების ბრალდებით, ციხეს ვადაზე ადრე დატოვებს, – იუწყება გამოცემა „ჰაარეცი“.
აქამდე მისი თხოვნა ვადაზე ადრე გათავისუფლების თაობაზე რამდენჯერმე იყო უარყოფილი.
მოშე კაცავს სასამართლომ შვიდი წლით პატიმრობა 2011 წელს მიუსაჯა. ის თავისი ხელქვეითის გაუპატიურების ორ შემთხვევაში, სექსუალურ შევიწროებასა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის მცდელობაში ცნეს დამნაშავედ.
მოშე კაცავი პრეზიდენტის თანამდებობას 2000-2007 წლებში იკავებდა.
კომენტარები