თურქეთში რუსეთის ელჩი თავდასხმის დროს მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტო “რია ნოვოსტი” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აქამდე გავრცელებული ცნობით, ელჩის მდგომარეობა კრიტიკული იყო.
ელჩი თანამედროვე ხელოვნების ცენტრში გამოფენის გახსნაზე იმყოფებოდა. კარლოვს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ის ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოდიოდა. რუსეთის ელჩის გარდა, ანკარაში გამოფენის დროს სროლის შედეგად კიდევ სამი ადამიანი დაშავდა.
კომენტარები