თეთრი სახლი თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
„აშშ მტკიცედ გმობს თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობას. სამძიმარს ვუცხადებთ ელჩი კარლოვის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და ვუთანაგრძნობთ რუს ხალხსა და რუსეთის მთავრობას. დიპლომატიური კორპუსის წევრის ეს საზარელი მკვლელობა მიუღებელია და რუსეთთან და თურქეთთან ერთად გამოვხატავთ მზადყოფნას, დავუპირისპირდეთ ტერორიზმის ყველა გამოვლინებას“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
კომენტარები