თელავში 22 წლის თ.გ.- მა 26 წლის მეუღლე მარიამ გამტკიცულაშვილი მოკლა. მომხდარ ფაქტს, გარდაცვლილი ქალის მცირეწლოვანი შვილები შეესწრნენ.
მოკლული ქალის დედა ამბობს რომ, შვილის სიკვდილი მას შვილიშვილებმა შეატყობინეს.
“ბავშვი მოვარდა, ჩქარა ბებო, დედას კლავსო. ტუალეტში შეიყვანა, დედას ახრჩობს და დანა დავუმალეო. ერთი კვირის წინ დააჭერინა, იმდენს ეცადნენ მისიანები, რომ გამოაშვებინეს. ბავშვმა კი მითხრა, თორნიკე დედასთან არის და კლავსო, მაგრამ მე ვეღარ მივიდოდი, მე რომ მივსულიყავი, ჩემი ქმარი და შვილი გამოვიდოდნენ და კიდევ მკვლელობა მოხდებოდა. 6 წლის ბავში გოგო, ჩემთან გამოიქცა, წლნახევრის ბავში კი დარჩა დედასთან და იმან თავისი თვალით დაინახა ეს ყველაფერი.” – ამბობს ambebi.ge – სთან, მოკლული მარიამ გამტკიცულაშვილის დედა.
დედის მონათხრობის თანახმად, ბრალდებული მამაკაცი პოლიცამ 3 ოქტომბერს მის შვილზე ძალადობის მუხლით დააკავა, თუმცა რამდენიმე დღეში 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გააათავისუფლა.
“ძალადობის მუხლით იყო დაკავებული და გამოუშვეს. რასაც ემუქრებოდა, ის აისრულა. იმ ღამეს მეც გამარტყა. დაემუქრა ჩემს შვილს, ცოცხალი გვამი ხარო. გიჟია, ეს რომ გარეთ გამოვიდეს, სამივე ბავშვს მომიკლავს. სამუდამო უნდა მიესაჯოს.” – აცხადებს გარდაცვლილი ქალის დედა.
სამართალდამცავებმა ბრალდებული უკვე დააკავეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
