სერია ა-ს მეათე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ბოლონია“ 3-2 დაამარცხა, 21 წლის ქართველი კი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მეორე ტაიმის 20-წუთიან მონაკვეთში კვარაცხელიას აქტიურობის შედეგად მასპინძლები ჯერ ლოსანომ დააწინაურა, შემდეგ კი ხვიჩას საგოლე პასით სტუმართა კარში მესამე ბურთი ოსიმენმა გაიტანა. მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 14 შეხვედრაში ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 7 გოლი, 6 საგოლე გადაცემა და 3 გამომუშავებული თერთმეტმეტრიანია. „ბოლონიასთან“ გამარჯვება ხვიჩა კვარაცხელიამ ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის ჩოგბურთელის, მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას მიუძღვნა.
კომენტარები