თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება.
ტელეკომპანია Haber 7-ის მონაცემებით, ექვსი ადამიანი დაკავებულია აიდინის პროვინციაში, სადაც თავდამსხმელი მევლუთ მერთ ალთინთაში დაიბადა. აიდინში დაკავებულები არიან მისი დედა, მამა, და და სხვა ნათესავები. კიდევ ექვსი ეჭვმიტანილი აიყვანეს იზმირში. ანკარაში ასევე დაკავებულია პირი, რომლის ბინაშიც თავმდამსხმელი ცხოვრობდა.
კომენტარები