დუდუ დადიანის მემორიალი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. გუნდმა, რომელიც „სუპერლიგაში“ წელს „ა ლიგიდან“ გადავიდა, ფინალში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ანგარიშით 66-54 დაამარცხა.
„კავკასიის“ კალათბურთელმა კრის მაკნილმა 27 ქულა მოაგროვა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. „თსუ“-ში კი საუკეთესო ბექა ბექაური იყო, რომლის ანგარიშზეც 24 ქულა და 8 მოხსნაა.
კომენტარები