თურქული გამოცემა „ალ-იაუმ ას-საბიას“ ცნობით, თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა “ჯეიშ ალ-ფათჰის” შეიარაღებულმა კოალიციამ აიღო, რომლის რიგებშიც შედის ჯებჰათ ფათჰ აშ-შამის ექსტრემისტური დაჯგუფება.
გაზეთში გამოქვეყნებულია სირიაში მოქმედი აღნიშნული კოალიციის განცხადების ასლი, რომელშიც ნათქვამია, რომ ანკარაში ჩადენილ მკვლელობაზე პასუხისმგებლობას თავად იღებენ.
19 დეკემბერს, თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლეს.
კომენტარები