ცოცხალი ძალის დეფიციტის ფონზე, პუტინი საომარ მოქმედებებში ახლა ბელარუსის ჩათრევასაც ცდილობს. გავრცელებული ინფორმაციით, ლუკაშენკოს ბრძანებით, ქვეყანაში უკვე დაწყებულია ფარული მობილიზაცია.
“რუსები, რომლებიც ახლა ჩვენთან შემოდიან, ჩვენით აღფრთოვანებული არიან. არ გვეგონა ასე თუ დაგვხდებოდითო, ამბობენ ისინი – დაგვაპურეთ, გაგვათბეთ და გვასწავლეთ. ერთად ვაგრძელებთ ჩვენი ტერიტორიების დაცვას და ვქმნით ახალ დანაყოფებს, ასეც უნდა იყოს, ჩვენი ბედია ასეთია ისინი რომ არა, ჩვენ მხოლოდ ერთი რამ გველოდება – ესაა ომი”- ამბობს ლუკაშენკო.
“რადიო თავისუფლება” წყაროებზე დაყრდნობით, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე ფარული მობილიზება დაიწყო. თუმცა მინსკი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
კომენტარები
