სპორტკომპლექსი “იმედი” განცხადებას ავრცელებს.
“გვინდა, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებულ ინფორმაციას და ვიდეომასალას, რომელიც გადაღებულია სპორტულ ცენტრში „იმედი“ და ასახულია მოცურავე ბავშვებით დატვირთულ საცურაო აუზში, თითქოსდა, სადეზინფექციო საშუალების გამოყენების პროცესი.
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, აღნიშნულ ვიდეოსთან ერთად, აქვეყნებს ინფორმაციას, თითქოს, ქლორის ზემოქმედების შედეგად, რამდენიმე მოზარდმა და მწვრთნელმა მიიღო ინტოქსიკაცია.
ინფორმაციის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ გავრცელებული ვიდეოკადრები გადაღებულია ზაფხულის პერიოდში და რეალურად ასახულია აუზიდან წყლის სინჯის აღების პროცესი. პერსონალს, რომელიც ჩანს კადრებში, ხელში უჭირავს სინჯარა და ავსებს წყლით
სრული წყლის ქიმიური დამუშავება ხდება, მხოლოდ ცარიელ აუზში და გამოიყენება ესპანური წარმოების (მწარმოებელი DIASA) ქლორი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ლიცენზია.
ინფორმაციის გავრცელებისთანავე მოხდა აუზის წყლის სწრაფი ტესტირება, რომელმაც აჩვენა, რომ ქლორი და ph-ის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია (ტესტირების შესაბამისი ვიდეო ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის).
ამასთან, საცურაო აუზს დამატებით უტარდება სრულყოფილი კვლევა, რომლის შედეგები ოდნავ მოგვიანებით გამოქვეყნდება.”