ნორვეგიის არმია გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაზე გადადის. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, იონას გაჰრ სტერემ განაცხადა.
„ეს ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში სიტუაციის ყველაზე სერიოზული გართულებაა“, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მართალია, რუსეთის მხრიდან ნორვეგიის მიმართ საფრთხის კონკრეტული ნიშნები არ არის, თუმცა მზარდი დაძაბულობა ქვეყანას უფრო მოწყვლადს ხდის სხვადასხვა სახის საფრთხეების, სადაზვერვო ოპერაციებისა და გავლენის მცდელობების მიმართ.
ნორვეგიის შეიარაღებული ძალების გაძლიერებული მზადყოფნა ფორმალურად პირველი ნოემბრიდან ამოქმედდება.
ნორვეგიას რუსეთთან 198 კილომეტრის სიგრძის საზღვარი აქვს.
გასულ კვირას ნორვეგიის ხელისუფლებამ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდების ერთი პირი დააკავა.
კომენტარები
