ირანი რუსეთში დამატებითი იარაღის, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების გაგზავნისთვის ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი დასავლურ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც CNN-ი აღნიშნავს, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ირანი რუსეთს გაუგზავნის თანამედროვე მაღალი სიზუსტის რაკეტებს, რამაც შეიძლება კრემლს მნიშვნელოვანი უპირატესობა მისცეს ბრძოლის ველზე.
ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, რუსეთი ირანისგან შეიარაღების ახალ პარტიას წლის ბოლომდე მიიღებს.
ირანულმა დრონებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს კონფლიქტში, თუმცა მათი გამოყენება გაიზარდა ზაფხულის შემდეგ.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანი ემზადება რუსეთში რაკეტების გასაგზავნად.
კომენტარები
