ბერლინში ტერორისტულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ანის ამარი მილანში მოკლეს, ამის შესახებ „როიტერს“ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა.
გამოცემის ცნობით, ამის შესახებ სპეციალურ განცხადებას იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი გააკეთებს.
მომხდარის შესახებ სხვა დეტალები, ამ დროისათვის, უცნობია.
ბერლინში, 19 დეკემბერს, საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომობილი შევარდა. შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა და 50-ზე მეტი დაშავდა.
კომენტარები