ლიბიურმა სამგზავრო თვითმფრინავმა მიმართულება შეიცვალა და გეზი მალტისაკენ აიღო. მალტას პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ ფაქტს, გატაცების მცდელობად აფასებს.
თვითმფრინავი ავიაკომპანია Afriqiyah Airways-ს ეკუთვნის. გავრცელებული ინფორმაციით, ავიალაინერის ბორტზე 118 მგზავრი იმყოფება.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, გამტაცებელი ორია. ისინი თავის აფეთქებით იმუქრებიან. გამტაცებლების მოთხოვნები უცნობია.
მალტას საერთაშორისო აეროპორტში მობილიზებულია სპეცრაზმი.
კომენტარები