ბამბერგის უფროსმა პროკურორმა ნინო გოლდბექმა ქოლცენტრების საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პროკურატურის და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს მიმართა და განაცხადა, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად არაჩვეულებრივი შედეგი დაიდო არა მხოლოდ გუშინ, არამედ გასული თვეების განმავლობაში.
ნინო გოლდბექმა ბრიფინგზე საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ისეთი სანდო და აქტიური პარტნიორების არსებობა, როგორიც საქართველოს გენერალური პროკურატურაა.
“დაუღალავი შრომის გარეშე არასდროს მოხერხდებოდა ამ კომპლექსური ღონისძიებების წარმატებით განხორციელება. სრულიად ცალსახაა, რომ ამ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ძიება ჯერ არ დასრულებულა. ამოღებულია მონაცემები, მტკიცებულებები და ამას კიდევ მრავალი თვე დასჭირდება. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ქართველ სამართალდამცველებს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა გერმანელმა პროკურორმა.