რუსეთის ჯარი არ ტოვებს ხერსონს. ის ხერსონიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა განდევნეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი სოციალურ ქსელში წერს.
„მოდი სწორად ვთქვათ: – რუსეთის ჯარი არ ტოვებს ხერსონს. ის ხერსონიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა განდევნეს. იგი განდევნილია მძიმე ბრძოლებით, დანაკარგებით, მოწინააღმდეგის თავდაცვის მეთოდურად გაჭიანურებით, გადასასვლელებზე მუშაობით, მძიმე და სისხლიანი სამხედრო შრომით“, – წერს არესტოვიჩი Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.
კომენტარები