უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხერსონის ოლქში ოთხი სამხედრო ადმინისტრაციის შექმნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი ბრძანებულება სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სახელმწიფოს მეთაურმა გადაწყვიტა შექმნას: ხერსონის ოლქის სკადოვსკის რაიონის დოლმატოვსკაიას სოფლის სამხედრო ადმინისტრაცია; ხერსონის ოლქის სკადოვსკის რაიონის გოლოპრისტანსკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია; ხერსონის ოლქის კახოვსკის რაიონის კახოვკას საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია; ხერსონის ოლქის კახოვსკის რაიონის კრესტოვსკის სოფლის სამხედრო ადმინისტრაცია.
აღნიშნული სამხედრო ადმინისტრაციების შექმნა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს და ხერსონის რეგიონალურ სახელმწიფო ადმინისტრაციას დაევალა.
კომენტარები