ლიბიური თვითმფრინავის ორი გამტაცებელი, რომელიც ლაინერის აფეთქებით იმუქრებოდა, ყველა მგზავრის გათავისუფლების შემდეგ, პოლიციას ჩაბარდა, ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც მალტას პრემიერმინისტრმა განაცხადა, გამტაცებლები უკვე დააპატიმრეს.
თვითმფრინავში 111 მგზავრი და ეკიპაჟის შვიდი წევრი იმყოფებოდა.
თვითმფრინავი ლიბიაში მიემგზავრებოდა, მაგრამ მიმართულება შეიცვალა და მალტაში დაეშვა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა გამტაცებელმა ეკიპაჟის წევრებს აცნობა, რომ ყუმბარით იყო შეიარაღებული.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამტაცებლებმა თვითმფრინავის მგზავრებს უთხრეს, რომ ისინი კადაფის მომხრეები იყვნენ და ყოფილი დიქტატორის მუამარ კადაფის შვილის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
კომენტარები