აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს, რომ მათ ეგვიპტესა და იორდანიაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
როგორც განცხადების ტექსტშია აღნიშნული, ეგვიპტეში ტერორისტულმა დაჯგუფებებმა რამდენიმე თავდასხმა მოაწყვეს. ერთ-ერთი ტერაქტი კოპტების ეკლესიაზე განხორციელდა, რასაც 25 ადამიანი ემსხვერპლა.
რაც შეეხება იორდანიას, იქ ამერიკის უწყების ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფო“ ტერაქტებს გეგმავს.
იორდანიის ხელისუფლების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქვეყანაში შეერთებული შტატების და სხვა ქვეყნების მოქალაქეების წინააღმდეგ რამდენიმე ტერაქტი აღკვეთეს.
კომენტარები