ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრს კიევში სარაკეტო იერიშის გამო, თავშესაფარში ჩასვლა მოუწია – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ვოპკე ჰოექსტრას თქმით, დღევანდელი თავდასხმები კიდევ ერთხელ აჩვენებს “პუტინის კრიმინალურ მეთოდებს” და ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება იყოს – უკრაინის მხარდაჭერა.
“ამაზე შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი პასუხი და ეს არის გაგრძელება უკრაინის მხარდაჭერის, იარაღის მიწოდება, სამართლიანობისთვის მუშაობა, ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელება. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უბრალოდ უზარმაზარი მოტივატორია, რომ უკრაინის მხარდამხარ ვიდგეთ”, – განაცხადა ჰოექსტრამ სარაკეტო შეტევაზე.
ცნობისთვის დღეს, 15 ნოემბერს რუსეთმა, კიევის გარდა, სარაკეტო იერიშები ხმელნიცკის, რივნეს, ვოლინის, ლვოვის, ასევე ჟიტომირის, ვინიცას, დნეპროპეტროვსკის, პოლტავასა და ხარკოვის რაიონებზე მიიტანა.