სირიის ქალაქ ალეპოს მიდამოებში ავიადარტყმები განახლდა. ამის შესახებ სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ბაშარ ასადის ავიაციამ ქალაქის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ რაიონები დაბომბა. მონაწილეობდა თუ არა ავიაიერიშშირუსული ავიაცია, უცნობია. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
ეს პირველი ავიაიერიშია მას შემდეგ, რაც 15 დეკემბერს ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო და მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
კომენტარები