თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
არსებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი სავარაუდოდ შეუძლოდ გახდა, რის გამოც ავტომობილის მართვის კონტროლი დაკარგა.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი.
ავარიის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან.
კომენტარები
