ჩილეს სამხრეთით, ქალაქ პუერტო-მონტიდან 225 კილომეტრში 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ამერიკის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, წყნარ ოკეანეში ცუნამის საფრთხეა.
„ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ოკეანის სიღრმეში 15 კილომეტრზე დაფიქსირდა.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
კომენტარები