ეს იქნება მხარდამჭერი აქცია, სადაც ვითხოვთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის შენარჩუნებას, გადარჩენას, ასე რომ ამ თვალსაზრისით ერთიანობა იქნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.
„არის საკითხები, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა, ჩვენი ერთიანობა. მიუხედავად იმისა, რომ შიდა პროცესები მიმდინარეობს, აზრთასხვადასხვაობა ჩანს ბევრ საკითხებთან მიმართებაში. არის საკითხები, სადაც აბსოლუტური ერთიანობაა, ამ თვალსაზრისით, მთავარი იყო, რომ აღნიშნული აქცია ყოფილიყო იმ ფორმატში, რაც ფორმატშიც საუბარი იყო უფლებადამცველების მხრიდან, რომ არ ყოფილიყო პოლიტიკური. შესაბამისად, ეს იქნება მხარდამჭერი აქცია, სადაც ვითხოვთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის შენარჩუნებას, გადარჩენას, ასე რომ ამ თვალსაზრისით ერთიანობა იქნება“, – განაცხადა დოლიძემ.
„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს აქცია გამართავს და ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას მოითხოვს.