ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდის ფაქტს ეხმიანება.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს და მათ შორის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი უცხოური ინვესტიციებია, რომელიც მზარდია. წინა წელსაც, გასული წლებისგან განსხვავებით ინვესტიციების მოცულობა ასევე მაღალი იყო“, – განუცხადა გვიდიანმა „ქრონიკას“.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის III კვარტალში 745.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე ორჯერ მეტია.
კომენტარები