თურქეთში ოპოზიციური გამოცემა Cumhuriyet-ის სასადილოს მფლობელი, შენოლ ბურანი პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.
გამოძიების ინფორმაციით, შენოლ ბურანმა საჯაროდ განაცხადა, რომ ის არასდროს მოუდუღებს ჩაის პრეზიდენტ ერდოღანს. დაკავებულის ადვოკატის მტკიცებით, ბურანის სიტყვები შეუარცხყოფად არ უნდა შეფასდეს.
აღსანიშნავია, რომ კაფე ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი “ჯუმჰურიეთის” რედაქციის მახლობლად მდებარეობს, რომლის მთავარი რედაქტორიც ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს.
თურქეთის კანონმდებლობის თანახმად, თურქეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფა 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
კომენტარები