ყველამ ნათლად იხილა, რომ მიხეილ სააკაშვილს არავინ აწამებს, პირიქით, დაწყებული რიგითი სანიტრიდან და ექიმიდან, ცდილობენ, გვერდში დაუდგნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებას ჰქონდა თავისი საფუძველი.
„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვახსოვს მწვალებელთა პარტია და მათი სატელიტები, მათ შორის ექსპერტები, დაქირავებული ლობისტები როგორ ამბობდნენ, რომ კლავენ მიხეილ სააკაშვილს. ცუდად არის, სისტემა ძალადობს მასზე, გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო ინტერესი მაღალი იყო, ამიტონ იქნა გადაწყეტილება მიღებული, რომ ამ სპეკულაციას დაესვას წერტილი. მთელმა მსოფლიომ, საზოგადოებამ გაიგო, რომ სააკაშვილი არის კლინიკაში, კეთილმოწყობილ გარემოში და პირიქით, ძალადობის მთელი კასკადი ვნახეთ, ასევე ვნახეთ, როგორ ცდილობს ის თვითდაზიანებას. არავინ არის ბედნიერი იმით, რაც ვნახეთ. მავნებლების განცხადებები, რომლებიც თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესებით არიან, რომ ქულა დაიწერონ, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ამბობენ, სახელმწიფო ძალადობს პატიმარ სააკაშვილზე, ამას გუშინ წერტილი დაესვა. გამომდინარე საჯარო ინტერესიდან, გამომდინარე იმ კითხვებიდან, გამომდინარე იქიდან, რომ მცდელობა ჰქონდათ, საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საზოგადოება, გუშინ ყველამ ნათლად იხილა, არავინ არ აწამებს პირიქით, დაწყებული რიგითი სანიტრიდან და ექიმიდან, ცდილობენ, გვერდში დაუდგნენ“,- განაცხადა ზარქუამ.