ისრაელის პრემიერ-მინისტრმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის სიტყვით გამოსვლა გააკრიტიკა, სადაც მან გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია დაიცვა.
ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, „კერის გამოსვლის მესიჯი „თითქმის ისეთივე დაუბალანსებელი“ იყო, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია.
“ისრაელს არ სჭირდება ჭკუის სწავლება უცხოელი ლიდერებისგან მშვიდობის მნიშვნელობაზე. ისრაელის ხალხზე უფრო არავის სურს მშვიდობა. პირველივე დღიდან ისრაელი მშვიდობის ხელს უწვდიდა ყველა მეზობელს. მხოლოდ მწუხარება შემიძლია გამოვთქვა და განვაცხადო – სირცხვილია, რომ სახელმწიფო მდივანი კერი არ ხედავს ამ ჭეშმარიტებას“, – ხაზგასმით აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ისრაელს არასოდეს ექნება მშვიდობა თუ დასახლებების გაფართოება გაგრძელდება.
კომენტარები