რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მწუხარება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ბარაქ ობამას ადმინისტრაცია „ანტირუსული აგონიით“ ასრულებს თავის ვადას.
“სამწუხაროა, რომ ობამას ადმინისტრაცია, რომელმაც თავისი ცხოვრება თანამშრომლობის აღდგენით დაიწყო, თავის ვადას ანტირუსული აგონიით ასრულებს”, – დაწერა დიმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ პირად გვერდზე.
წინასაარჩევნოდ კიბერ თავდასხმებთან დაკავშირებით, თეთრმა სახლმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ბარაკ ობამა 35 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს და მათ გვარებს ასაჯაროებს.
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, რუსეთის მთავრობის უმაღლეს წარმომადგენლებს თავდასხმებში ადანაშაულებს.
კომენტარები