ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ,საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსმოქალაქეების (გ.ჯ. და ი.მ.) ფიზიკური დათვალიერების შედეგად, საერთოჯამში, 376,48 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობებიგამოვლინდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო კონტროლის გვერდისავლის მიზნით, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები სამგზავროავტობუსის სავარძლის ქვეშ განათავსა და მალულად ცდილობდა შემოტანას.
ოქროს საიუველირო ნივთების საერთო საბაჟო ღირებულებამ 33 628,5 ლარიშეადგინა.
საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევმოქალაქეს გ.ჯ.-ს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 5 244,5 ლარის ოდენობითშეეფარდა, ხოლო ი.მ.-ს მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისმიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.